პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში სილამაზის კონკურსში ,,მის აშშ 2016-ში” სამხედრო მოსამსახურემ გაიმარჯვა. ის 26 წლის ოფიცერი – დეშონა ბარბერი გახდა.
როგორც გამარჯვებულმა კონკურსანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მისი მთავარი მიზანია ვეტერანებისა და პოსტტრავმატული სინდრომის შედეგად დაზარალებული სამხედროების პრობლემებზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ინფორმირებაა.
სილამაზის კონკურსი ,,მის აშშ” 1952 წლიდან ტარდება.
ნატალია ჯალაღონია