“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ,” – ამის შეასხებ პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლალი მოროშკინა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მძიმედ მისაღები გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, რომ პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საქართველომ 9 ოქტომბერს გაიღვიძოს და ომის სუნი ეცეს. არ მინდა ქვეყანაში კვლავ ბარიკადები დავინახო. ვხედავ, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ საქართველო მაედანს დაემსგავსოს. მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის არევა უნდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მის სატელიტ პარტიებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ”ქართული ოცნება” იმ ხმებს ვერ აიღებს და უნდათ პროვოკაციები მოაწყონ. ჩვენ შემოვდივართ ძალიან დიდი, ძლიერი გუნდით და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ და ძლიერი ოპოზიცია ვიქნებით“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.