„საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველო არ მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა. შეიძლება უფრო შორსაც არის წასული, თუმცა ამ პროცესის გაჭიანურება საქართველოს გამო არ ხდება“. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა „პალიტრა ნიუსზე“, გადაცემა „360 გრადუსის ეთერში ისაუბრა.
„საქართველოსა და გერმანიის პრემიერ-მინისტრებს შორის საუბარი შედგა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა სხვებთან შედარებით, მაგალითად, უკრაინა და თურქეთი. ევროსტატის და გერმანიის სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალის მიხედვით, საქართველოს წილი არის მხოლოდ 0.9 %-ი.
ამ პროცესის გაჭიანურება საქართველოს გამო არ ხდება. მათი პოზიცია მეტად არის დაკავშირებული არალეგალურ მიგრაციულ პროცესებთან. ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის მარტივი, მაგრამ საქართველოს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. როდესაც გერმანიის საზოგადოება ყოველდღიურად ეჯახება ამ პრობლემებს, ბუნებრივია მარტივი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენი არგუმენტი და მოთხოვნა მათ წინაშე არის, რომ მოხდეს ქვეყნების ინდივიდუალური მიდგომა.
ყველა ქვეყანა ერთ ჯამში არ უნდა იყოს ჩაყრილი. ქვეყნების მიერ შესრულებული სამუშაოები ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. საქართველოში 22 შემფასებელი მისია იყო ჩამოსული და დაიდო 4 დასკვნა. ჩვენი არგუმენტი და მოთხოვნა მათ წინაშე არის, რომ მოხდეს ქვეყნების ინდივიდუალური მიდგომა,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მანანა ღოღობერიძე