„ნაადრევია შეფასება იქნება თუ არა ანგარიშვალდებული პოლიტიკური ძალა. თავად თამაზი გულწრფელი ადამიანია. წინასწარ ვერ ვიტყვი საარჩევნო ასპარეზობისას რომელ პარტიას გაუწევს კონკურენციას. თავს შევიკავებ პროგნოზისგან“. თამაზ მეჭიაურის ახალი პოლიტიკური ძალის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „GDS”-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„ ის გუნდი, რომელიც შეკრიბა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. მარგი ქმედების კოეფიციენტი სხვადასხვა სფეროში იქნება პარტიის შეფასების მთავარი კრიტერიუმი. ის თემები, რომელიც წინ წამოსწიეს, საკმაოდ გაზიარებული და „ქართული ოცნების“ მთავარი ქვაკუთხედია. ამ ნაწილში მისი სულისკვეთება არ გადაგვასწრებს, მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, მკვეთრი უპირატესობა გაგვაჩნია.
რაც შეეხება მათ განცხადებას სამართლიანობის აღდგენის შესახებ, 43 ერთეული და 15 მილიონი დაბრუნებული ქონება საკმარისია უბედურების დაბალანსებისათვის. ეს თემა არ არის ციფრებში გადასაყვანი. სწორი მიმართულებით, მაგრამ ნელი ნაბიჯებით მივდივართ. ადამიანებს აზრის გამოთქმის არ ეშინიათ, ამას ნუ გავრიყავთ იმ ცნებიდა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ბევრმა ამოისუნთქმა სტრესისგან“.
მანანა ღოღობერიძე