განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებისთანავე, წინასაარჩევნო კამპანია იწყება.
განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისს განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.