• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ganaTlebaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეებსა და პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ვრცლად ისაუბრეს.

ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზისო დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ რა, როდის, და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. დოკუმენტი პერიოდულ განახლებას მოითხოვს, ვინაიდან მასში უნდა აისახოს, როგორც მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა, განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები. განათლების რეფორმების დაწყებიდან დღემდე უკვე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შემუშავდა, მისი დანერგვა დაწყებითი საფეხურით (I-VI კლასები) დაიწყება და მოქმედების ვადა 2017 -2023 წლებით განისაზღვრება.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას წინ უძღოდა მრავალმხრივი წინამოსამზადებელი სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით: ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი დაწყებით საფეხურზე; სახელმძღვანელოების ხარვეზების შესწავლა; სკოლებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან შემოსული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ანალიზი; სკოლების საგნობრივ კათედრებთან შეხვედრების ანალიზი; საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა (7 განვითარებული ქვეყნის სასწავლო გეგმების შესწავლა და შედარება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან); დეპარტამენტის ექსპერტებისა და პროცესში ჩართული მოქმედი პედაგოგების პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინება; სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ანალიზი.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპია მოსწავლეზე და სასწავლო შედეგზე ორიენტირებულობა. სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში დგას კონკრეტული მოსწავლე თავისი ინდივიდუალური საჭიროებებით და მთელი სასწავლო სისტემა მასზეა ორიენტირებული.

გატარებული ცვლილებების მთავარი მიზანია იმგვარი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნის განხორციელების ხელშესაწყობად შემდეგი არსებითი ცვლილებები განხორციელდა:

განათლების მეცნიერებაში დაგროვებული ცოდნის გათვალისწინებით განისაზღვრა ის ძირეული პრინციპები, რომლებიც უკეთესად სწავლისა და სწავლების საშუალებას იძლევა. ამ პრინციპების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და გამთლიანდეს ზოგადი განათლების სისტემა, ამ პრინციპების განხორციელებისაკენ უნდა წარიმართოს სისტემის თითოეული რგოლი, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს საკლასო ოთახებში მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა.

ყოველწლიური სტანდარტების ნაცვლად შემუშავდა საფეხურებრივი სტანდარტები, რაც მასწავლებლებს მეტ საშუალებას მისცემს ცალკეული მოსწავლის განვითარების ტემპს მოარგოს საგანმანათლებლო პროცესი, გაითვალისწინოს ცალკეული მათგანის ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლები, სწავლის სტილი, პირადი გამოცდილები და აკადემიური საჭიროებები.

ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განისაზღვრა ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მისია და მიზნები, რომლებშიც დაწყებით საფეხურზე, სხვა უნარებთან ერთად, ხაზგასმულია საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების – განვითარებაზე მუშაობა. საბაზო საფეხურზე ხაზგასმულია საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, ხოლო საშუალო საფეხურზე – საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით, სისტემური ცოდნის კონსტრუირება; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, დირექტორები დაესწრნენ.

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In