„ყველა დაპირება, რომელიც იყო „ქართულო ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში შეგვიძლია განვიხილოთ, ამაზე საუბარი შეგვიძლია. საარჩევნო კამპანიამდე გამართულები მოვედით იმიტომ, რომ დაპირებებში ყოჩაღები ვართ“. ამის შესახებ პარლემტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა „TV-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„მთავარი პრობლემა კვლავ არის უმუშევრობა და ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში არის 160-მდე საწარმო აშენებული. 60000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება 3 წელში შეუძლებელია.
რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნას, მთლიანად რეგიონში იყო კრიზისი. ეს იგივეა, მიწისძვრის დროს საკუთარი ეზოს დაცვა, რომ მოვინდომოთ. ჩვენ 120- ლარიანი პენსია ჩავიბარეთ და დღეს 180 ლარია. მაღალმთიან რეგიონებში კი 216 ლარი ხდება. საბოლოოდ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, ეს არის მთავარი პრობლემა. კრიმინალის დონე მკვეთრად შემცირდა, ეს ირიბად ტურიზმსაც უკავშირდება. ტურისტების რიცხვი არ იზრდება იქ, სადაც ტერაქტები ხდება,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მანანა ღოღობერიძე