„ჩემი რესურსი მნიშვნელოვანია მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხთან ურთიერთობაში დაიხარჯოს, მე არ მეზარება ხალხთან კონტაქტი. ამიტომ არ მაქვს გადაწყვეტილი სადმე მაჟორიტარად კენჭისყრა“. ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლის დღის ამბებში ისაუბრა“.
„მე არ ვაპირებ ჭიათურაში მაჟორიტარად კენჭისყრას. არ მაქვს გადაწყვეტილი სხვაგან მივიღებ თუ არა მონაწილეობას. ძალიან მაგარი კანდიდატები გვყავს, თუმცა მათი საბოლოო შერჩევა მოხდება კონკურსისა და პრაიმერის გზით. 5 ივნისმა დაადასტურა, რომ მიუხედავად წვიმისა და სეტყვისა, ერთ თვეში უამრავი ადამიანი შემოგვიერთდა და დავაფუძნეთ არასტანდარტული პოლიტიკური პლატფორმა. ხალხი რეგისტრაციას გადიოდა კოკისპირული წვიმის ქვეშ ქოლგებით.
ხალხს ყელში ამოუვიდა პოლიტიკური კინკლაობებ, დაპირისპირება, შურისძიება, გაუტანლობა. მოედანზე ფეხბურთის თამაშის ნაცვლად ადამიანები თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს, სადაც მსაჯი არ არსებობს. ჩვენ ამაში ჩართვას არ ვაპირებთ.
60% ჩამოუყალიბებელი იყო მანამ, სანამ ჩვენ გავაკეთებდით განცხადებას. მე მაქვს გულწრფელი საუბრების და შეხვედრების, ასევე პოზიტიური მუხტის იმედი. „ქართული ოცნების“ სტრატეგიაა, რომ ხალხმა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. უარესი არის „ნაციონალური მოძრაობა“.
მე არ მრცხვენია ჩემი წარსულის და არც ერთი პოზიციის, რაც მქონია. ყველა ადამიანი აანალიზებს წარსულს და მხოლოდ ასეა შესაძლებელი განვითარება. ჩვენი მტერი არის უმუშევრობა, სიღარიბე და არა პერსონები. მტრად არ მივიჩნევ არც ბიძინა ივანიშილს და არც მიხეილ სააკაშვილს. მტრის ხატით შექმნილი ხელისუფლება საქმეზე კონცენტრირებს ვერ მოახდენს,“ – განახადა გიორგ ვაშაძემ.
მანანა ღოღობერიძე