თეოლოგები ღია წერილს ავრცელებენ და მართმადიდებელი ეკლესიის სინოდს მიმართავენ, რომ დაესწრონ წმინდა და დიდ კრებას, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე, საბერძნეთშიგაიმართება.
თეოლოგების მიმართვას ,,თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
,,ღია მიმართვა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელიეკლესიის წმიდა სინოდს
მხარდაჭერა წმინდა და დიდ კრებას!
„მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელი ეკლესიის თანხმობით გადაწყვიტეს […]“ (საქმე 15,22).
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ დაყოვლადუსამღვდელოესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდასინოდის წევრნო მღვდელმთავარნო
I
დიდ ხანია, თვალს ვადევნებთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელ პროცესებს იმ იმედით, რომ ის დაამოწმებს მსოფლიოში ადგილობრივი ეკლესიების თანაზიარებას სარწმუნოებრივ და სიყვარულისმიერ ერთობაში.
სამწუხაროდ, ამ კეთილშობილურ წამოწყებას, იმთავითვე, თან სდევს მრავალი დაბრკოლება. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ კუთხით განვითარებული მოვლენები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიააღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს წმინდა და დიდ კრებაში, რომელიც ამა წლის 16-27ივნისს, კუნძულ კრეტაზე, საბერძნეთში გაიმართება.
ჩვენი ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულ იზოლაციაში მოიქცევს თავს არა მხოლოდ სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან,არამედ თვით მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახთან მიმართებაშიც.
რამდენადაც გააზრებული გვაქვს ამ პერსპექტივის უკიდურესად ნეგატიური შედეგები,გთხოვთ და მორჩილად მოგიწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდასინოდს, არ დაუშვათ მსგავსი პრეცედენტი და არ მიიყვანოთ საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესია სრულ იზოლაციამდე.
სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ეკლესიის მისწრაფება, თანამედროვე მსოფლიოშიწარმოჩნდეს როგორც „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ დაერთსულოვანი პასუხი გასცეს თანამედროვე გამოწვევებს, ნებსით თუ უნებლიეთ,სხვადასხვა ფუნდამენტალისტური დაჯგუფებების მხრიდან შეფერხების და კრიტიკის საგანიხდება.
გამონაკლისს არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს. წლებისგანმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ კრებისმოსამზადებელ შეხვედრებთან დაკავშირებით, ასევე უშუალოდ წმინდა და დიდი კრებისთაობაზე მწირი ინფორმაცია ან, უმთავრესად, უარყოფითი დამოკიდებულებავრცელდებოდა. ამ პროცესში „დიდი წვლილი“ მიუძღვის ექსტრემისტულ დაფუნდამენტალისტურ დაჯგუფებებს ან საკითხში გაუცნობიერებელ სასულიერო თუ საეროპირებს. მათი აქტიურობისა და პოზიციების საწინააღმდეგოდ საქართველოსსაპატრიარქომ, წლების განმავლობაში, არაფერი მოიმოქმედა, პირიქით, ის ხშირად სწორედ მათ წისქვილზე ასხამდა წყალს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს ორი ძირითადი პოლუსი კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოების სახით. საქრთველოს ეკლესიის მხრიდან წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა, საქართველოსეკლესიაზე მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის დადასტურება და გაძლიერება იქნება, – გავლენა იმ საპატრიარქოსი, რომელიც, როგორც ცნობილია, კრემლის პოლიტიკურიარაღს წარმოადგენს.
II
2016 წლის 25 მაისს წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი სინოდის მიერ შემუშავებული დაგამოქვეყნებული „წმინდა სინოდის სხდომის ოქმი“ არასაკმარისად არგუმენტირებულ დადგენილებებს შეიცავს. რამდენადაც კრების სამუშაო დოკუმენტების თეოლოგიური ანალიზისთის ამ წერილის ფორმატი შეუსაბამოა, წარმოგიდგენთ იმ საკითხების მოკლე შეფასებას, რომელთაც არ ვეთანხმებით.
წმინდა სინოდის ბოლო დადგენილება ძირითადად სამ დოკუმენტს ეხება.
1. დოკუმენტი – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” საჭიროებსშესწორებას. კერძოდ, ქვეთავის „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები” მე-5 მუხლის“ა” პუნქტი. „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების” მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა”პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთანიკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ეკანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით,მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიანდა აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.
საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია:
„აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინებამართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიისმიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)”, ხოლო მეორე ნაწილი,სადაც ვკითხულობთ, რომ “თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა დაკაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებულიბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”, უნდა იქნესამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს.საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოსან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი“.
ამ კონტექსტში ეს უკანასკნელი წინადადება ერთობ გაუგებარი და ბუნდოვანია, ვინაიდანსიტყვა „ნებისმიერი“ („ნებისმიერი კანონი“) სრულიად ზედმეტია. ცნობილია, რომდაუშვებელია მხოლოდ დოგმატური დადგენილების (ოროსის) შეცვლა, ხოლოდისციპლინარული და სხვა სახის საორგანიზაციო კანონები თავისუფლად შეიძლებადაექვემდებაროს ცვლილებას, რაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არაერთხელ განხორციელებულა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის საქართველოს საზღვრებსმიღმა 7 ეპარქიასა და 90–მდე სამრევლოს მოიცავს, – მათი უმრავლესობა დასავლეთევროპასა და ამერიკაშია. მრევლის ნაწილი სწორედ არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე ქორწმინდება. ეს რეალობა მათ ხშირად აიძულებთ, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიაშიდაიწერონ ჯვარი ან სრულიად დატოვონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია,რადგან საქართველოს საპატრიარქოს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვს.სავარაუდოა, რომ ჩვენი ეკლესიის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია შიშით,ხელი არ შეუწყოს ეთნიკურად ქართველების ასიმილაციას სხვა ეთნოსებთან და ფიქრობს,ამ სახის შეზღუდვით შეაფერხოს მსგავსი ქორწინებები. სანუგეშოდ უნდა აღინიშნოს, რომუცხოეთის ქართულ მართლმადიდბელურ სამრევლოებში ხშირად ინათლებიან შერეულირელიგიური მრწამსის წყვილთა შვილები.
2) დოკუმენტთან „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”:მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის,თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევესხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად”, მიმართებით საქართველოსსაპატრიარქოს პოზიციაა, რომ ამოღებულ იქნას ფრაზა, “ასევე სხვა სახისდისკრიმინაციის”, რადგან იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა.
ვფიქრობთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს ამ საკითხისკიდევ ერთხელ გადახედვა მართებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოსმართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს შესწევს უნარი, განასხვავოს და გამიჯნოსცოდვა და ადამიანი – ადამიანი როგორც უმაღლესი ფასეულობა, ხოლო ცოდვა, როგორც ადამიანში სხვადასხვა სახით არსებული მანკიერება (“არა არს კაცი რომელი სცხონდეს დაარა სცოდოს“).
აქვე ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ვსაუბრობთ არა ცოდვის შეწყნარებაზე, არამედმისი აღმოფხვრის არასწორ მეთოდზე. დისკრიმინაციული, უთანსწორო მოპყრობა დაუშვებელია არა მხოლოდ რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური და გენდერული, არამედ ყველა სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანის მიმართ, მით უფრო ქრისტეს სახელით, რაკიღა დისკრიმინაცია არ შეიძლება იყოს ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი!
3) დოკუმენტი „ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”,როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. შესაბამისად, სინოდის კრებაზეაღინიშნა, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა მხოლოდ ტექსტში შეტანილი შემდეგი შესწორების თანახმად: „საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიგამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი მათგანი 1997 წელს, ხოლომეორე – 1998 წელს, რადგან მათ თავისი საკუთარი აზრი აქვთ ეკლესიათა მსოფლიოსაბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს დასხვა ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.
მართლაც, 1997 წლის 20 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდასინოდის დადგენილებით დავტოვეთ ეკუმენური ორგანიზაციები, რის შედეგადაც სხვაქრისტიანული ეკლესიებისგან იზოლირებულნი აღმოვჩდით.
როგორც ცნობილია, ეკლესიის ეს ნაბიჯი რამდენიმე ანტიეკუმენურად განწყობილი ბერმონაზვნის აჯანყებისა და საბოლოოდ, საეკლესიო განხეთქილების შიშით იყო განპირობებული. ანტიეკუმენურად განწყობილი სასულიერო პირების პროპაგანტისტულისაქმიანობისა და ფსევდოთეოლოგიური ლიტერატურის მასობრივად გავრცელებისშედეგად, საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში წარმოაშვა და გაძლიერდა სხვა კონფესიებისადმი შეუწყნარებლობის მძიმე პრობლემა. ვისურვებდით, რომსაქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაახლოს მოცემულ საკითხზეთეოლოგიური დისკუსია და ამ მიმართულებით დაიწყოს სწორი, ჯანსაღი, ქრისტიანულისაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის შეფასებაში არ არის ნათლად წარმოდგენილი, კონკრეტულად, რომელ ტერმინოლოგიურ ან ეკლესიოლოგიურცდომილებებს გულისხმობს დოკუმენტი „ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”. მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისოფიციალურ თეოლოგიურ დიალოგებში მონაწილეობისა და დოკუმენტების ხელმოწერისა(იგივე ქალკედონამდელ ეკლესიებთან გაფორმებული ოფიციალური დოკუმენტები),ბოლო ათეული წლებია, ეკლესიაში ეს მოვლენები საფუძვლიანად არც შესწავლილა და არც გაანალიზებულა. პირიქით, ხდება ამ უმნიშვნელოვანესი თემატიკის სრული მარგინალიზაცია, მიჩქმალვა და დაფარვა. მაგალითად, ექსტრემისტული ჯგუფების მზარდიაგრესიის გამო, არასოდეს ხმაურდება ინფორმაცია საქართველოს მართლმადიდებელიეკლესიის სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან ოფიციალურ საღვთისმეტყველო დიალოგშიმონაწილეობის შესახებ.
სავარაუდოდ, ხსენებულ საკითხზე სინოდის პოზიციის განმსაზღვრელი გახდა ბატონიედიშერ ჭელიძის მოსაზრებები, რომელიც ამ დღეებში ოფიციალურად გამოქვეყნდა წერილის სახით სათაურით: „წმინდა და დიდი კრებისწინა დოკუმენტის განხილვა: ‘მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი’”. გვსურს მოკლედ შევეხოთ ხსენებულ ტექსტში წარმოდგენილ პოზიციებს. ავტორის თანახმად, დაუშვებელია, როცა „ტერმინი ‘ქრისტიანი’ თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ ‘ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის’ ანუ მართლმადიდებლის, არამედ – ნებისმიერი არამართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართ“. თეოლოგიური წიაღსვლები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამართლებული ქრისტიანული კონფესიების მიმდევართა „ქრისტიანად“ ცალკე კვლევის თემაა და ვეცდებით უახლოეს მომავალში წარმოვადგინოთ იგი. აქ კი მკაფიოდ უნდა ითქვას შემდეგი: იმ შემთხვევაშიც, თუ მართლმადიდებელი სხვა ქრისტიანს არ აღიარებს ქრისტიანად (მისაღები თუ მიუღებელი მიზეზით), მაინც ასეთნაირად უნდა მოიხსენიოს ის, რადგან სწორედ ასეთია მისი თვითდასახელება. ამას ელემენტარული კულტურა და ეტიკეტი მოითხოვს. სრულიად წარმოუდგენელია, ეკლესია, დიალოგის პროცესში, მსჯელობდეს ურთიერთდაპირისპირების სულით და ისეთ ნეგატიურ, დამაკნინებელ ტერმინებს იყენებდეს, როგორსაც ბატონი ჭელიძე გვთავაზობს: “ცრუქრისტენი”, იგივე “ქრისტემტყუვარნი” (ψευδόχριστοι), “ცრუქრისტიანები” (ψευδοχριστιανοίფსევდოქრისტიანები), “ერეტიკოსები” (αἱρετικοί) და ა. შ.
ამავე წერილში, პროფესორი ჭელიძე წერს: „დოკუმენტში არაერთგზისაა ხაზგასმული და მოწონებული ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია “მონაწილეობდა ეკუმენურ მოძრაობაში მისი დაწყებიდანვე და წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში” (პუნქტი 4; შდრ. აგრეთვე, პუნქტები: 5, 7, 16 და სხვ.), მაშინ როცა შვიდი მსოფლიო კრება გმობს არამართლმადიდებლებთან რაიმე სახის გაერთიანებას“. ფაქტია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიები ეკუმენურ მოძრაობაში აქტიურად თანამონაწილეობენ (1997 წლიდან საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიების გამოკლებით). ავტორის მსჯელობიდან გამომდინარე, ეკუმენურ მოძრაობაში ამჟამად ჩართული ყველა მართლმადიდებელი ეკლესია შვიდი მსოფლიო კრების გმობას ექვემდებარება, რადგან ისინი ქრისტიანთა ერთობისა და სოლიდარობისთვის იღვწიან. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, წინამდებარე მიმართვის ფორმატი და მოცულობა ამ, ჩვენი აზრით, მართლმადიდებლური თეოლოგიისათვის შეუსაბამო ტექსტის დაწვრილებით განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა უახლოეს მომავალში, წარმოვადგენთ ბატონი ედიშერ ჭელიძის მოსაზრებების უფრო დაწვრილებითი სახის აკადემიური კრიტიკას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო კრებაზე გამოითქვააზრი, რომ შეიქმნას თეოლოგთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რიგ საღვთისმეტყველოსაკითხებთან (მათ შორის კრებასთან) დაკავშირებით თავის წინადადებებს წარუდგენსსინოდს. კარგი იქნება, ეს საკითხი მხოლოდ სიტყვიერ შეთავაზებად არ დარჩეს დაინიციატივამ რეალური განვითარება ჰპოვოს.
წერილის ბოლოს, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ წმინდადა დიდ კრებაში. იქიდან გამომდინარე, რომ კარგად გვესმის ამ მოვლენის მნიშვნელობამართლმადიდებლური სამყაროსა და მთლიანად მსოფლიოსათვის, დიდი მოლოდინით დაიმედით ველით მას და გვჯერა, რომ წმინდა სული და შეკრებილ მამათა სიბრძნესასურველი შედეგით დაასრულებს ამ წამოწყებას. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამკრების გამართვას და ვილოცებთ მისი სათანადოდ წარმართვისათვის, რათამართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისევე როგორც ეკლესიის მამებმა შესაბამისი პასუხიგასცენ მართლმადიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შეკითხვებს.
მოგვიხსენეთ თქვენს წმინდა ლოცვებში.
გივი ლომიძე, თეოლოგიის დოქტორი, ჰაბილიტანტი.
ზურაბ ჯაში, თეოლოგიის ისტორიის დოქტორი.
დავით თინიკაშვილი, ეკლესიის ისტორიის დოქტორი.
ერეკლე თურქაძე, თეოლოგიის მაგისტრი.
ირაკლი ცხადაძე, რელიგიის სოციოლოგიის მეცნიერების დოქტორანტი.
შოთა კინწურაშვილი, თეოლოგიის მაგისტრანტი.
გიორგი ხიმშიაშვილი, თეოლოგიის მაგისტრანტი.
შალვა ჯიხვაძე, თეოლოგიის მაგისტრანტი.
კახა გოგიშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი.
ბექა მინდიაშვილი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული.
მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი.
გრიგოლ ჭეჟია, თეოლოგიის მაგისტრანტი.
ვახტანგ კოკოლაშვილი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული.“
ნატალია ჯალაღონია