„არაფერია გამორცხული. საარჩევნო შტაბის ხემძღვანელობა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მამაკაცებს არ ეთმობოდეს. არ მგონია, რომ ეს იმაზე რთულია, რასაც ვაკეთებდი“. ამის შესახებ პარტიის „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა ლალი მოროშკინამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრდუსში“ ისაუბრა.
„არჩევანის შემთხვევაში ჩემთვის უმჯობესია ქალების უფლებებზე საუბარი, მათთან შეხვედრა. პრობლემები რეალურდ არსებობს დ ეს არ არის მხოლოდ ფურცელზე დატანილი ციფრები. ქალებს სურთ ჩვენს პარტაში გაერთიანება, თუმცა ხშირად ოჯახის წევრები უარყოფითად აფასებენ მათ პარტიულ სწრაფვას. ძალიან დამწყდა გული, როდესაც პარლამენტის წევრი ქალები ბლოკავენ ქალთა კვოტირების საკითხს. ეს პროცესი ყველამ გაიარა, მარტივი არც ევროპისთვის ყოფილა.
ბატონ თამაზს აქვს ფანტასტიური იუმორის გრძნობა. რადგან მე დამიძახა ესე იგი არ ფიქრობს ასე, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში. ეს ნიშნავს, რომ აფასებს ქალთა თანამონაწილეობას. მას შეუძლია თქვას ისეთ წინადადება,რომელიც მინიმუმ კვირის განმავლობაში არის ცოცხალ ჰიტი,“ -განაცხადა ლალი მოროშკინამ.
მანანა ღოღობერიძე