საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას 2015 წლის 13 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“გავიხსენოთ მიცვალებულები და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ის პოზიტივიც გავიხსენოთ რაც ამ დროს განვითარდა. ახალგაზრდებმა საოცარი კონსოლიდაცია აჩევენეს. დავინახეთ, რომ ჩვენი ხალხი ვართ უძველესი კულტურის. ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ ამ გენის მატარებლები არიან და ყველაზე დიდი გაჭირვების დროს საოცარი კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა მოახერხეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.