14 ივნისს ,,ტექნოპარკში“ ონლაინმედიის, რადიოსა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრას დაახლოებით 65 მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა, თუმცა, მხოლოდ 39 მათგანს მიეცა საშუალება, კითხვები დაესვა. უცნობია, თუ რა პრინციპით შეირჩნენ ჟურნალისტები, თუმცა, კითხვების დასმის საშუალება მიეცა ,,ასავალ-დასავალს“, ,,საქართველოს რესპუბლიკას“, ,,ქრონიკა პლუსს“, ,,ვერსიას“, ,,მარშალპრესს“ და სხვ., და გაურკვეველი პრინციპით შედგენილი სიის მიღმა ბევრი მედიასაშუალება, მათ შორის, უცხოურიც, აღმოჩნდა.
განსაკუთრებით ხმაურიანი გადმოდგა ,,ქრონიკა პლუსის“ ჟურნალისტის ელისო კილაძის შეკითხვები ყოფილო პრემიერისადმი. ბიძინა ივანიშვილმა ელისო კილაძისადმი ეპითეტები ,,სიცრუის ეტალონი“ და ,,სიცრუის აგიტატორი“ არ დაიშურა. ელისო კილაძე ვანო მერაბიშვილისადმი სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს, ტენდერების გარეშე სახელმწიფო შესყიდევებსა და ოცნების წინასაარჩევნო გეგმას შეეხო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. ჟურნალისტების შეკითხვები ძირითადად მის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ეხებოდა, რაზეც მან კატეგორიულად განაცხადა, რომ საერთოდ არ განიხილავს დაბრუნებას და მისი ქმედებები არის გამოწვეული არა პოლიტიკური, არამედ მოქალაქეობრივი პასუხიმსგებლობით.
,,ჩემი სურვილია, რომ პარტიას დახმარება გავუწიო, არა იმიტომ, რომ მე ვარ დამფუძნებელი, არამედ იმიტომ, რომ დღესდღეობით, საქართველოში ყევლაზე სწორი სვლით მავალი პარტიაა. ,,ქართულ ოცნებას“ დღეს კონკურენტი არ ჰყავს,“ – აღნიშა ყოფილმა პრემიერმა.
რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის დამოკიდებულებას, აღნიშნა, რომ მას ვერაფერი შეაჩერებს და არასდროს განხორციელდება მთავრობაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა.
ყოფილმა პრემიერმა თავი შეიკავა კონკრეტული სამომავლო პროგნოზებისგან, თუმცა, ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და კონკურენტებს სერიოზულად არ აღიქვამს.
ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის საკითხიც განიხილა, კონკრეტულდ კი – მისი განცხადება, რომ ,,ქართული ოცნება“ მას საპრეზიდენტო კანდიდატურას ჰპირდებოდა და აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძე ცრუობს.
პრემიერს შეკითხვები წინასაარჩევნო დაპირებებსა და 4 წელიწადში გაუუმჯობესებელ სოციალურ ფონზე დაუსვეს.
,,3-4 წელიწადში მთავრობას ამაზე მეტის გაკეთება არ შეეძლო. მომიყვანეთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მეტყვის, რომ ამაზე მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ყევლაფერი 3-4 წელიწადში კი არა, დამატებით 4- წელიწადშიც ვერ მოგვარდება. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და ჩვენ თუ ამ კურსით გავაგრძელეთ სვლა 14-15 წელიწადში უნდა მივიღოთ იმ დონის ქვეყნაა, როგორებიცაა გერმანია და შვეიცარია,“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერი მედის თავისუფლების საკითხსაც შეეხო და ამ მხრივ მდგომარეობა დადებითად შეაფასა:
,,ჩვენ გვაქვს ბევრ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაზე შეუზღუდავი და თავისუფალი მედია“.
ჟურნალისტები ერთი სქესის მქონე პირების ქორწინების დაკანონიების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხსაც შეეხნენ, ამასთან დაკავშირები ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა:
,,მე, რა თქმა უნდა, ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს“.
რაც შეეხება ლარის გაუფასურება-გამყარების საკითხს, ყოფილმა პრემიერმა ლარის ,,საქციელი“ სწორად შეაფასა, იმის გათვალსიწინებით, თუ როგორი სიტუაცია იყო მთლიან რეგიონში.
,,ხელისუფლების ბრალეულობა არ იკვეთება ლარის გაუფასურებაში, იყო ეჭვი, ქადაგიძის ბრალეულობისა, მაგრამ მე მას არ ვადებ ხელს,“- აღნიშნა ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.
ჟურნალისტებმა შეკითხვა საქართველოს საგარეო კურსზეც დასვეს. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთისთვის უხიფათოდ შეაფასა საქართველოს ,,ნატოსა“ და ,,ევროკავშირში“ შესვლა.
,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დავალაგოთ,“- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშივლის ჟურნალისტებთან შეხვედრა 2,5 საათი გაგრძელდა. აქვე, მან 21 ივნისის ეკონომიკური ფორუმი დააანონსა და ექსპერტებს მიმართა, მივიდნენ „საზოგადოება 2030“-ის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე და დაასაბუთონ, რისი გაკეთება შეიძლებოდა 3-4 წელიწადში.
ნატალია ჯალაღონია