თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე მანუჩარ მაჩაიძემპარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
საკრებულოს წევრის თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების შემდეგ ისწარმომადგენლობით ორგანოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსითგააგრძელებს.
მანუჩარ მაჩაიძემ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად „პატრიოტთა ალიანსის“ხელმძღვანელობასთან საარჩევნო სიებთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.
„პარტიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლის ნიკოლოზ რამიშვილის ყოფნა ჩემთვის მიუღებელია. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, რასაც მე არ დავეთანხმე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების მიზეზი სწორედ ეს გახდა“, – განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, ნიკოლოზ რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვანო მერაბიშვილის მეგობარია.