ასადის რეჟიმი თანახმაა რომ, ქვეყანაში შესვლის და კონტროლის უფლება მისცეს გაეროს ქიმიური იარაღების ინსპექტორებს.
ეს უკანასკნელები ქალაქ ალეპოს გარდა ჰან ელ-ასსალის და კიდევ ერთ სხვა რეგიონს გააკონტროლებენ, რომლებშიც ოპოზიციის განცხადებით ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. თუმცა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩავლენ გაეროს ინსპექტორები სირიაში.
ამ დროს ქვეყანაში კვლავ გრძელდება სამოქალაქო ომი. ასადის ძალების იერიში მთელი ფრონტის ხაზით ძლიერდება და ისინი ზედიზედ იკავებენ ახალ-ახალ დასახლებებს.