პაგანიზმის ანუ წარმართობის არსი მის მაგიურობაში მდგომარეობს, რაც გამოიხატება ინდივიდუალური თუ საერთო, საზოგადოებრივი რიტუალების ჩატარებაში, პერსონალურ, გარემოს ცვლილებებზე გავლენის მოსახდენად, განსაკუთრებით კი ცნობიერების ტრანსფორმირების მიზნით.
უძველესი მაგიური მოქმედებების წიაღიდან (რა დროსაც რიტუალის საშუალებით გარემოს ცვლილებეზე ზეგავლენა ხდებოდა) აღმოცენებულ თანამედროვე პაგანიზმში რიტუალისა და მაგიის აღქმა უფრო მეტად სოფისტიკურია. სოფიზმიეს არის – ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და სხვ. მაგალითად, მაგია ერთ-ერთი განმარტების თანახმად – “ცნობიერების სურვილისამებრ შეცვლის ხელოვნებაა”. ამგვარი ცვლილებები კი, თავის მხრივ, რიტუალში მონაწილეთა ცხოვრების სამომავლო ცვლილებებსა და ღმერთებთან ურთიერთობებზე ახდენს გავლენას.
მაგია შესაძლოა დავყოთ ორ ქვეკატეგორიად: პირველ შემთხვევაში მაგია პრაქტიკულად ორიენტირებულია ჯადოსნური მოქმედებით ცნობიერებასა და შინაგან სამყაროზე ზეგავლენის მოხდენისკენ: იქნება ეს იღბლიანობის ზრდა, ამა თუ იმ ავადმყოფობის დაძლევა. ამისგან გასხვავებით, მეორე კატეგორიის მაგიას უფრო მეტად ღვთისმოსაური და სპირიტუალისტური ასპექტები გააჩნია: იგი ხელს უწყობს ღმერთებსა და ქალღმერთებთან ღრმა, ახლო კავშირის დამყარებას, მათთან ერთიანობის მიღწევას, ანდა ეხმარება პიროვნებას მისი შინაგანი მდგომარეობის განწმენდის, ღვთაებრივ ფორმებთან მიახლოებაში.
პაგანური რიტუალები შეიძლება მოიცავდეს ზემოხსენებულ ორივე კატეგორიას ერთად ანდა ცალ-ცალკე. რიტუალის მონაწილე ინდივიდისა თუ ჯგუფის რწმენათა მიხედვით, იგი შეიძლება ეძღვნებოდეს ერთ ან რამდენიმე განსაზღვრულ ღვთაებას, წინაპართა სულებს, მითიურ ქმნილებებს ანდა უბრალოდ ბუნებას (მაგალითად მიწას, როგორც ქალღვთაების პერსონიფიკაციას).
რიტუალის ტონალობასაც ორი სხვადასხვა გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს: პირველი, რომელიც თაყვანისცემის, ქედმოხრის ელემენტებითაა გაჯერებული და მოხმობილი მფარველი სულისა თუ ღვთაებისადამი, რამდენიმე თხოვნას მოიცავს (შესაძლოა არცერთს). ხოლო ცალსახა მაგიური ელემენტებით გაჯერებული რიტუალის დროს, სახეზეა მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, ბრძანებაც კი, ჯადოსნურ ქმედებათა განხორციელებისკენ. თანამედროვე რიტუალები ფორმათა უსასრულო ნაირსახეობებს მოიცავს. დღეს ცოცხალი სახით არსებული რიტუალები შეიძლება გადმოიღონ წიგნებიდან, ნასწავლი იყოს წინაპრებისგან და მოხუცთაგან ანდა აღსრულდეს, როგორც ინდივიდუალურად გამოგონილი.
რიტუალური და მაგიური მოქმდებების დროს ხშირად ვხვდებით სიმბოლიზმის გამოყენებას. რაც გულისხმობს რიტუალის ადგილის დეკორირებას ფერებითა თუ სხვადასხვა საგნებით, რის მიზანსაც თაყვანისცემის ობიექტის, მოხმობილის სულისა თუ ღვთაების სიმბოლიზაცია წარმოადგენს. მაგალითად, ვიკკას გამოიყენება რიტუალებში სპეციფიკური ხელსაწყო, საცერემონიო დანა ჰაერში მაგიური მიჯნის შემოსასაზღვრელად, რომელიც რიტუალურ სივრცეს გარემომცველი, ამქვეყნიური მიდამოსგან ჰკვეთს.
ვიკკა – ძველი ინგლისური სიტყვაა, “wicca” (მამრობითი) “wicce”(მდედრობითი). ეს სიტყვა ასოცირდებოდა ჯადოქრობით დაინტერესებულ ადამიანებთან. ეტიმოლოგიური ლექსიკონის თანახმად, “wicca” შესაძლოა უკავშირდებოდეს გოთურ “weigh”-ს (წმინდა) და გერმანულ “weihan”-ს. ითვლება, რომ სიტყვა “wicca”-დან წარმოიშვა თანამედროვე ინგლისური სიტყვა, “witch”.
ასევე ხშირია ფერადი ტანსაცმლითა და მანტიებით შემოსვა, რაც ეხმარება მონაწილის ცნობიერებას გამოეყოს ორდინალურ სამყაროს და აცხადებს მზაობას მაგიური ენერგიის მისაღებად. ზოგიერთი წარმართული ტრადიცია რიტუალთან დაკავშირებულ ტაბუირების ელემენტებს მოიცავს. (მაგალითად, რიტუალის დროს ელექტრონული მოწყობილობების ქონა: ტელეფონის, საათის და სხვ.)
სანთლები, საკმეველი, სპეციალური ზეთი, ზარები და სხვა საკრალური ნივთები შესაძლოა გახდეს ცერემონიის ატრიბუტი მისი მიზნისა და დანიშნულებიდან გამომდინარე. წარმართული რიტუალები ტარდება სახლშიც (შენობაში), თუმცა პაგანები (წარმართები) ძირითადად უპირატესობას ტყეს ანდა კოცონის გარშემო შემოსაზღვრულ საკრალურ წრეს ანიჭებენ უპირატესობას.
წყარო: www.millenium.ge
სოფიკო ნინიკაშვილი