კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, 2016 წელი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წლად გამოცხადდება. ორგანიზაცია ამ განცხადებას ნასას მიერ მიწოდებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, ნიადაგისა და წყლის ტემპერატურა 1,11 ცელსიუსითაა გაზრდილი,ვიდრე ეს ყველაზე ცხელ 1951 და 1980 წლებში იყო. 1950-1980 წლების ზაფხულიც არანაკლები ტემპერატურით გამოირჩეოდა,თუმცა ამ მხრივ, 2016 წელი, სავარაუდოდ,დაწინაურდება.
ამ ფაქტის დასამტკიცებლად მეცნიერები ავრცელებენ ავსტრალიაში დიდი ბარიერული რიფის ფოტოებს, სადაც ტემპერატურის მატებამ მცენარეების გათეთრება და კვდომა გამოიწვია. მეცნიერების თქმით, მცენარეებმა გათეთრება 1998 წლიდან დაიწყეს, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია ნამდვილად შემაშფოთებელია.
აღნიშნული ინფორმაცია, პარიზში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. მეცნიერების თქმით, უნდა მოხდეს ტემპერატურის დაბალანსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წელს მოსალოდნელი 2 ცელსიუსიანი ზრდა კატასტროფულ შედეგებს მოუტანს პლანეტას.
რუქაზე 2016 წელს მოსალოდნელი – მუქი ლურჯი ფერით ყველაზე ცივი, ხოლო მუქი წითელით ყველაზე ცხელი ადგილებია მონიშნული.
მეორე ინფორმაცია, რაც მეტეოროლოგმა გევინ შმიდტმა გაავრცელა, არქტიკულ ნაწილს ეხება. ბოლო თვეების მაჩვენებლებით, ზღვაში ყინული დნობა აჩქარებულია. ამ პროცესზე, რა თქმა უნდა, ზემოქმედებას მოახდენს ტემპერატურის 2 გრადუსით გაზრდაც.
ტემპერატურის ზრდა პლანეტის სხვადასხვა მხარეს განსხვავებულ შედეგს გამოიწვევს. წყნარი ოკიანის სიახლოვეს, ტროპიკულ ნაწილში ეს გამოიწვევს გვალვას, მსოფლიოს მეორე მხარეში კი წყალდიდობები იქნება მოსალოდნელი.
აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ 2016 წელი უკვე გამოაცხადა ყველაზე ცხელ წლად. გაერო იმ ქვეყნებს, რომლებიც პარიზში ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე, კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდნენ, სთხოვს კონფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტზე ხელმოწერილი შეთანხმების დაუყონებლივ შესრულებას. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ტემპერატურა არსებულთან შედარებით, 2 გრადუსით უნდა შენარჩუნებულიყო.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე