სოციალურ ქსელში ახალგაზრდების ინიციატივით აქცია „მშიბზია“ დაიწყო. „მშიბზია“ აფხაზური სიტყვაა და ქართულად გამარჯობას ნიშნავს. მასში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ საკუთარ ფოტოზე წააწერონ- „მშიბზია“ ან შესაბამის წარწერიანი პლაკატით გადაიღონ ფოტო და ატვირთონ ვებგვერდზე – www.mshibzia.com. აქციის ორგანიზატორებს სურთ 8000 მისალმების მოგროვება, რადგან, მათი თქმით, სწორედ ამდენი დღეა, რაც აფხაზებს დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლები არ მისალმებიან.
ნატალია ჯალაღონია