გუშინ, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორესხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებისამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგისინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე.
16 ივნისის სხდომაზე ქართულ დელეგაციას, რომელიც შედგებოდა შესაბამისი სახელმწიფოუწყებების უფროსი რანგის წარმომადგენლებისგან, ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირებისკომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის მხარე, რომელსაც წარმოადგენდაევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის,ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელილუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათასამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.
შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიცმოიცავდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითადა „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ ყველა ძირითად პრიორიტეტს.
სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის,კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე ადამიანის უფლებათადაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულკონკრეტულ ნაბიჯებს და აღნიშნა რა რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობა ქვეყნისდემოკრატიული განვითარებისთვის, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოსხელისუფლებას ამ პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსმოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულადშემოღების მნიშვნელობაზე. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნასაქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისპროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.
საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მხარეებმა განიხილესეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვაევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში როგორიცაატრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა,რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები,განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ. ევროკავშირი მიესალმასაქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან დღემდე ამმიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას.
ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხსწარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახადდააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმისაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარებისგაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა 19 მაისს სოფ. ხურჩაშისაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზემომხდარი მკვლელობის შემდეგ. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობასკონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირისმონიტორინგის მისია, რომლის მანდატიც გაგრძელდა ორი წლით და ჟენევის საერთაშორისომოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართულობა.
ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასადა მალიში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის.