„პროექტი „check in georgia“ ერთმნიშვნელოვნად წარმატებულია დაფიქსირებული ინტერესების გათვალისწინებით. ბათუმში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გადაადგილება იმდენი ადამიანი იყო ჩასული. გაიყიდა 75 000 ბილეთი და შემოვიდა 3 მილიონ ლარზე მეტი“. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ „პალიტრანიუსზე“, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ისაუბრა.
„პარტნიორი კომპანიებიდან შემოვიდა 6 მილიონ ლარზე მეტი. ეს თანხები არის სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილება. ამ პროექტის მხარდაჭერა გამოთქვა ფონდმა „ქართუმ“. ტრანზაქციები 52 სხვადასხვა ქვეყნიდან დაფიქსირდა. 300 ათასზე მეტი მნახველი ჰყავდა ვებ-საიტს გაყიდვების თვალსაზრისით. ყველაზე აქტიური ქვეყნები იყვნენ ჩვენი მეზობლები. აქტიურობდა ასევე გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი,იტალია და ისრაელი.
ეს პროექტი თავისი მასშტაბებით აბსოლუტურად უპრეცენდენტოა. სარეზერვო ფონდიდან იყო გამოყოფილი 28 მილიონი ლარი, ფესტივალების რაოდენობა 40-ს აჭარბებს. კულტურული ღონისძიებები არ არის კონცენტრირებული მხოლოდ დედაქალაქში, ეს ხელს შეუწყობს ადამიანების დასაქმებას რეგიონში, მათ შორის მუსიკოსების.
წმინდა საკონცერტო ორგანიზების და ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით იდეალურ დონეზე ჩატარდა. ამას მოწმობს არტისტების და მათი ტექნიკური ჯგუფების გამოხმაურება. ისინი არ მოდიან კომპრომისზე,როდესაც საქმე ხარისხს ეხება. ეკონომიკურ მოგებაზე ანალიზს აკეთებს ტურისტული დეპარტამენტი. ეს არის გამოცდილება,რომელსაც ვიძენთ.
„Maroon-5“-ის შემთხვევაში იყო როგოც დადებითი ასევე უარყოფითი გამოხმაურებები. ეს იყო ის ლაივი, რა სტილსაც ისინი ატარებენ. იყო შედარებები რობი უილიამსთან. შესაძლოა ტემპერამენტიდან გამომდინარე ისინი განსხვავდებიან. საქართველოში არაფერი განსხვავებული ხარისხის და გემოვნების არ მომხდარა, ის რაც არ ხდება საზღვარგარეთ,“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მანანა ღოღობერიძე