სამოქალაქო პლატფორმა – ,,ახალი საქართველოს”ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გივი კუბლაშვილმა, დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ,,საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილ “Stadler-ის” ფირმის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლების შეძენაზე ისაუბრა. მისი თქმით, მატარებელი არც ერთ გვირაბში არ ეტევა:
,,როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ,,საქართველოს რკინიგზამ”, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და ავანსის თანხა გადარიცხა, დაიწყეს იმის კვლევა თუ რამდენად შეძლებდა მატარებელი წიფის გვირაბში გავლას, ამისათვის აეგო სპეციალური მაკეტი და დადგინდა შემდეგი: როგორც რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, გვირაბში გავლას ერთდროულად ორი მატარებელი ვერ შეძლებს და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს; აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას; 2016 წლის 9 ივნისს, შ.პ.ს. „კანოსთან” დადებული ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ურეკის ვაგზალზე ბაქანის რეკონსტრუქცია, რათა მგზავრმა შეძლოს მატარებლიდან ჩამოსვლა.მთელი რიგი პრობლემებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ,,საქართველოს რკინიგზამ”, აღნიშნული მატარებლების შეძენა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გამო გადაწყვიტა, რადგან აღნიშნული მატარებლები დამზადებული იყო „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან მგზავრების მოსკოვის ცენტრამდე ტრანსპორტირებისთვის, რუსეთმა ვეღარ შეძლო საჭირო თანხის გადახდა და დამზადებული 8 მატარებლიდან 4 საქართველომ წამოიყვანა, ხოლო 4 აზერბაიჯანმა.” განაცხადა კუბლაშვილმა.