„ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს სახელით, მემაქსიმალურად მკაფიოდ დავაფიქსირე აზრი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ. საქართველომ შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო. ახლა გადაწყვეტილება საბჭოზეა, კომისიისმხრიდან კი არსებობს მკაფიო რეკომენდაცია. საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია დაეხლა ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას“ – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოებისპოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭიროუსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერისცერემონიალზე გააკეთა.
ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, და საგარეოსაქმეთა მინისტრთან არსებული შესანიშნავი პარტნიორობა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ოქტომბრისარჩევნებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსთან არჩევნების შემდეგაცისეთივე კარგი იქნება როგორც არჩევნებამდე იყო.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც მიხეილ ჯანელიძემ და ფედერიკამოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.