საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27-29 ივნისს შვეიცარიას ეწვევა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ეს ვიზიტი სპეციალურად დაიგეგმა ამ შეხვედრისათვის, სადაც ჩვენ დავიწყებთ მთა-თუშეთის განვითრების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით. ეს იქნება კომპლექსური გეგმა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.