ხელისუფლება ”მუსლიმან ძმებს” ემუქრება
ეგვიპტიდან მიღებული ცნობებით სამხედრო ხუნტის მხრიდან დამხობილი მურსის მხარდამჭერები, დედაქალაქ კაიროსა და ქალაქ ალექსანდრიის გარდა გაიუმისა და გარბიეს ქუჩებშიც გამოვიდნენ და სამხედრო ხელისუფლებას მურსის განთავისუფლება მოსთხოვეს.
პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის წავლი და ცრემლსადენი გაზები გამოიყენა და წარმოქმნილი არეულობის დროს ათობით კაცი დაიჭრა და დაშავდა, ხოლო ამასთან ერთად გაბრიაში 13 დემონსტრანტი დაკავებულ იქნა.
როგორც ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა ადლი მანსურმა განაცხადა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებმა დემონსტრაციების შეწყვეტის თაობაზე არავითარი ნაყოფი არ გამოიღო და ამიტომაც ამის შემდეგ მომხდარ ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა ”მუსლიმან ძმებს” დაეკისრებათ.
ხელისუფლება რამაზან ბაირამის დასრულების შემდეგ ძალის გამოყენებას აპირებს კაიროს ადევიეს მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციის დასაშლელად.
13.08.13