მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზეა. ,,ბორჯღალოსნებს” 75,23 რეიტინგით ისტორიული ადგილი უკავიათ.
ეს საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მაღალი რეიტინგია. საქართველომ ფიჯის ნაკრებს მხოლოდ 1 პოზიციით ჩამორჩა, რომელმაც, წინა წლის მსგავსად, მე-10 ადგილი დაიკავა.
,,არც ისე ბევრ ნაკრებს შეუძლია ფიჯის ლელოს გარეშე დატოვება. აი, საქართველომ კი ეს შეძლო და წყნარი ოკეანის ტურნე წაუგებლად დაასრულა,” – წერს მსოფლიო რაგბის საიტი.
ნატალია ჯალაღონია