პრაღის ფორმატში გუშინ გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე დაკავებულის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შესახებ ავრცელებს.
„გაგრძელდა კონსტრუქციული დიალოგი კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ეხება რუსეთ-საქართველოს კავშირების გააქტიურებას იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია პროგრესი დიპლომატიური ურთიერთობების არქონის ფონზე – ვაჭრობა, ტრანსპორი, ჰუმანიტარული კავშირები. შედეგები ამ მიმართულებით სახეზეა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა; რუსეთი რჩება მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და ქართული ღვინის მთავარ ბაზრად.
მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხაზით დაგეგმილი კონტაქტები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთქმედებებს. აღინიშნა მგზავრთა ნაკადისა და ტვირთების მოძრაობის ზრდა რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება თანაშრომლობა ორი ქვეყნის სატრანსპორტო ხელმძღვანელობას, ასევე, რუსულ და ქართულ სარკინიგზო კომპანიებს შორის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.