ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კვირიკაშვილი თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას გამძლეობას უსურვებს.
„უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს. ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.