ევროკავშირი თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.
„კიდევ ერთი ტრაგიკული ტერაქტი თურქეთში. ევროკავშირი თურქ ხალხს მხარს უჭერს. ისინი ჩვენს გულში არიან“, – წერს მოგერინი.
ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.