2013 წლის ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 136.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 225.8 მლნ ლარი შეადგინა . ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებლი 19.3 მლნ აშშ დოლარით (31.9 მლნ ლარით), ანუ 16.4 პროცენტით მეტია 2012 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95.6 პროცენტი მოდიოდა.
2013 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.7 მლნ აშშ დოლარი (22.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.8 მლნ აშშ დოლარის (14.6 მლნ ლარი) გასული წლის ივლისში.
15.08.13