გლობალიზაციის მზარდ პროცესს, რა თქმა უნდა, არც მედია საშუალებები ჩამორჩებიან. ფიქრობენ,რომ მედიის როლი მსოფლიოში წლიდან წლამდე უფრო იზრდება. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, რომელ მედიას ვგულისხმობთ? ტრადიციულს თუ ციფრულს?
ამ საკითხზე მომუშავე მკვლევარები გვთავაზობენ კონკრეტულ ციფრებსაც, ყოველ ხუთ წელიწადში მედიის გავრცელების არეალი 5,1 %-ით იზრდება, მედიაზე დახარჯული თანხა კი 2019 წლისთვის, დაახლოებით, 2,1 მილიარდი აშშ დოლარ იქნება.
მინაწერი ფოტოზე : „გაზეთი რა საჭიროა?! როცა მისი წაკითხვა, ისევე როგორც სხვა ყველაფრის, შესაძლებელია ტელეფონსა და პლანშეტშიც“
ცხრილში ნაჩვენებია კატეგორიები და მასზე დახარჯული თანხები. ცხრილის ბოლოს კი შეჯამებულია მედიისთვის არსებული მთლიანი შემოსავალი, 2016 წელს ის 1,779 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქვე ვხედავთ ერთ საინტერესო ტენდენციასაც, სავარაუდოდ 2019 წლისთვის გაზეთებისა და ჟურნალების ტირაჟი შემცირდება, სამაგიეროდ მოსალოდნელია ციფრული მედიისა და მაუწყებლობის პოპულარობის გაზრდა. აღარ დასჭირდებათ ადამიანებს ჟურალ-გაზეთები და ტელევიზორები.
ასევე 2019 წალამდე შესამჩნევი იქნება უხვი რეკლამების რაოდენობა ციფრული პროდუქციაზე. მკვლევარების აზრით, მომავალში ციფრული პროდუქციის გამოშვებისა და გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებლებს უნდა ველოდოთ. ამას მოწმობს არამხოლოდ მედიის გლობალურობის, არამედ ყველა სხვა სახის სტატისტიკა, რომელიც გაყიდვებსა და ფინანსებს ეხება.
აღნიშნული სტატისტიკა კინემატოგრაფიის მოყვარეულებს აუცილებლად გაახარებთ. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ასევე გაიზრდება გაყიდვები ამ სეგმენტზეც, მოთხოვნა-მიწოდების დასარეგულირებლად გაიზრდება ფილმების რაოდენობაც, თუმცა აქვე აღნიშნავენ ექსპერტები, რომ გაზრდაში არ იგულისხმება მხოლოდ ჰოლივუდური ან ევროპული ფილმები, გლობალური მედია შემოგვთავაზებს ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოსტუდიებიდან.
თუმცა მკვლევარები აქვე აღნიშნავენ,რომ ამ სტატისტიკის მონაცემები დიდხანს ვერ იარსებებს, მიზეზი მარტივია, არანაკლებ ათ წელიწადისა, ადამიანების 50% გადავა ციფრული მედიის მოხმარებაზე და „ფიზიკური“ მედია ანუ მედია იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობსაჭიროების თვალსაზრისით პოპულარობას დაკარგავს. ციფრული მედია უფრო სწრაფ, იაფ, მარტივ მომსახურებებს შესთავაზებს საზოგადოებას.
მზარდი ბაზრები ასევე იქონიებს გლობალურ მედიაზე სერიოზულ ზეგავლენას. ქვეყნები განვითარებადი თუ განვითარებული ეკონომიკური მდგომარეობით „პირდაპირ მიუთითებენ“ მათივე ქვეყნის მედია საშუალებების არეალის გაზრდას, თუ დაკლებას. ამ ყველაფრის ფონზე მეცნიერები სვავენ შემდეგ კითხვებს: რამდენად კარგია ციფრული მედიის განვითარება მსოფლიოში, ისარგებლებენ კი საზოგადოების საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები მისით? კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჰალინისა და მაჩინოს ნაშრომი მედია სისტემებზე. ფიქრობენ რომ ხუთ წელიწადში განსხვავებულ კატეგორიებსა და კლასიფიკაციას მივიღებთ. მანამდე კი გაგაცნობთ ამ ნაშრომის მთავარ მიგნებებს.
თუ გადავხედავთ წარსულს აღმოვაჩენთ,რომ მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა, მედია – სისტემები, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტები, სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში ისტორიულად განსხვავებული ფორმითა და ხასიათით ჩამოყალიბდა. ჰალინისა და მანჩინის ნაშრომი ეძღვნება დასავლური დემოკრატიების მედია – სისტემების შედარებით ანალიზს. ამ მიზნით მედია სისტემების დასახასიათებლად ისინი გამოყოფენ ოთხ ძირითად კომპონენტს, მახასიათებელს, რომლებსაც შემდგომში სწავლობენ, ესენია:
- მედია – ბაზრის განვითარების დონე, განსაკუთრებით, თუ რამდენად არსებობს მაღალტირაჟიანი პრესა; 2) პოლიტიკური პარალელიზმი; ეს მოიცავს როგორც მედიისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთმიმართების სიმჭიდროვეს და ხასიათს, ასევე უფრო ზოგადად, თუ რამდენად შეესაბამება მედია სისტემა საზოგადოებაში არსებულ სიღრმისეულ პოლიტიკურ დაყოფებს; 3) ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, განვითარების დონე; 4) მედია სისტემაში სახელმწიფოს ჩარევის დონე და ხასიათი;
ამ მახასიათებლების შედარებითი ანალიზის საფუძველზე ავტორები გამოყოფენ სამი ტიპის მოდელს, სამი ტიპის იდეალურ მედია – სისტემას, რომლებიც არსებობს თანამედროვე ევროპულ და ჩრდილოამერიკულ დემოკრატიულ ქვეყნებში. ესენია, ავტორთა ტერმინოლოგიით:
1. ხმელთაშუაზღვისპირა, ანუ პოლარული პლურალიზმის მოდელი; 2. ჩრდილო ცენტრალური ევროპის მოდელი, ანუ დემოკრატიულ-კორპორატივისტული მოდელი; 3. ჩრდილო ატლანტური, ანუ ლიბერალური მოდელი.
პირველი მოდელი არსებობს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი. მეორე არსებობს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ფინეთი და სხვა სკანდინავური ქვეყნები. მესამე-ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, და ირლანდიაში. ლიბერალურ მოდელში ჭარბობს საბაზრო მექანიზმები და კომერციული მედია.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე