რა უნდა ჭამოთ, რომ გახდეთ? თქვენთვის შევადგინეთ იმ პროდუქტების სია, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.
ბანანი
კვებას შორის, თუ შიმშილმა შეგაწუხათ, ბანანი მიირთვით. იცით, რომ იგი გახდობაში გეხმარებათ? შიმშილის გრძნობას დაგიქვეითებთ, სასარგებლოა და თან იაფი.
წყალი
2 ლიტრი წყალი დღეში – ეს დიეტოლოგების მიერ დაწესებული ნორმაა. თუ მზეზე გიწევთ სიარული ან ვარჯიშობთ, წყლის რაოდენობა გაზარდეთ. ჭამამდე 1 ჭიქა წყალი დალიეთ და საკვებს უფრო ნაკლებს შეჭამთ.
ჭარხალი
სასარგებლოა კუჭის, ღვიძლის, სისხლძარღვებისა და ვენებისთვის. ებრძვის ცელულიტს და გეხმარებათ სწრაფად დაიკლოთ წონაში.
ოსპი
დიდი ხნით დაგანაყრებთ, შიმშილის გრძნობას დაგიქვეითებთ და გახდომაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და ტოქსინები.
ქერის ბურღული
იაფფასიანი, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან. აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. შეიცავს ა ვიტამინს და აუმჯობესებს იმუნიტეტს.
ბოლოკი
მდიდარია ეთერზეთებით, რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით, ბე ჯგუფის ვიტამინებით. სასარგებლო მინერალებით. 100 გრამი პროდუქტი მხოლოდ 30 კკალ შეიცავს. აუცილებლად ჩართეთ რაციონში.
წყარი: marao.ge