შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანკისში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას, ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ზურაბ ზვიადაურთან ერთად, სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იღებდა.
ისინი ჯერ ქისტ მოსახლეობას შეხვდნენ, შემდეგ კი სოფელ მატანის მოსახლეობა მიიღეს. მინისტრმა ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ ორივე მხარისგან მიიღო ინფორმაცია.
ამ დროისთვის, პანკისში კონფლიქტი ამოწურულია. დაპირისპირება ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის აღარ გაგრძელებულა.
პანკისის ხეობაში რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება, გუშინ მოხდა.
19.08.13