საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპსაფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – eDocument-ის ახალი ვერსია დანერგა.
ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სისტემით ისარგებლებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო ხაზინის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დასაფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ოთხი ათასამდემომხმარებელი.
საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – eDocument-ისმიზანია, დოკუმენტბრუნვის პროცესების მაქსიმალურიგამარტივება და ხელმისაწვდომობა. ის უზრუნველყოფსსაოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას, საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფწვდომას. სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვაორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი.
სისტემის დანერგავამდე საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა პერსონალს ჩაუტარეს ერთკვირიანი ტრენინგები. ახლო მომავალში დაგეგმილია სისტემის განახლება კიდევ 22 სახელმწიფოორგანიზაციაში.
19.08.13