„მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ გამოაქვეყნა ახალი, 2016 წლის „ადამიანური კაპიტალის“ ანგარიში. ანგარიშში წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები,რომლებიც ძალას არ იშურებენ რომ საკუთარ მოქალაქეებს შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენაში დაეხმარნონ. ინდექსში ქულები რამდენიმე კატეგორიის მიხედვით განაწილდა. მათ შორის იყო: განათლების დონე, წარმოდგენილი საკვლევი 5 ასაკობრივი ჯგუფის განათლების ხარისხი და სამსახურის შესაბამისობა, წარსულის მაჩვენებლების შედარება ახალ მაჩვენებლებთან.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, იაპონია, შვედეთი, ახალი ზელანდია, დანია, ჰოლანდია, კანადა და ბელგია.
ევროპის ქვეყნებიდან მე-11 ადგილს იკავებს გერმანია და მე-17-ს საფრანგეთი.
შეერთებული შტატები 24-ე ადგილზეა. რუსეთის ფედერაცია 28-ე. საქართველო აღნიშნულ სიაში არ მოხვდა, სამაგიეროდ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია 54-ე ადგილზე. ჩინეთი 71-ე, ხოლო თურქეთი 73-ე ადგილს იკავებენ. ბოლო 129-ე და 130-ე შკალაზე იემენს და მავრიტანიას ვხვდებით.
ავტორების თქმით, ანგარიშის მიზანია ყოველწლიური საერთაშორისო სტატისტიკების კომბინირება, თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების შედეგების შეჯამება, იმის გარკვევა თუ რა კავშირში არის ადამიანური კაპიტალის ზრდა ტექნლოგიურ პროცესებთან. რა რაოდენობის თანხებს ხარჯავენ სახელმწიფოები საკუთარი მოქალაქეების განვითარების უზრუნველსაყოფად, რა პროგრამებსა და ინოვაციებს სთავაზობენ ისინი მოქალაქეებს.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე