„პირადად გიგი წერეთლის კანდიდატურას არაფერს ვერჩი, მასზე გალაშქრება არ ხდება. ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის პოსტზე არჩევა, მით უმეტეს საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დამაზიანებელი“. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე, გიგი წერეთლის კანდიდატურაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„გიგი წერეთელს მხარს უჭერს სახალხო პარტია,რომელსაც გარკვეული შეთანხმებები გააჩნია რუსეთთან. გიგი წერეთელი სახალხო პარტიის წევრია და არა „ნაციონალური მოძრაობის“. მეორე კანდიდატი ავსტრიელია, რომელიც ასევე დიდი მხარდაჭერითაა წარმოდგენილი. გიგი წერეთელს წარმოადგენენ როგორც ზე პარტიული, ნეიტრალური ადამიანი,ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. დღეს ვასაფლავებთ ადამიანს,რომელიც არი სმსხვერპლი გიგი წერეთლის და მისი პარტიის დანაშაულებრივი რეჟიმის თუმცა ამ პრაგმატულ ფორმატში, ამ ფაქტს არჩევნების შედეგებზე ნაკლები გავლენა ექნება ჰქონდეს.
„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დელეგატებისთვის ცნობილია, ცოტა დისონანსი შეიტანა პრეზიდენტის უადგილო მხარდაჭერამ. თუ თავმჯდომარე ავსტრიელი იქნება, არ ნიშნავს რომ საქართვეოს მიმართ ექნება ინტერესი, თუმცა ექნება სამართლიანობის შეგრძნება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს“.
გია ვოლსკიმ ხელისუფლების მიმართ ირმა ინაშვილის ბრალდებაზეც ისაუბრა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ამბობს,რომ „ქართული ოცნება“ ხელოვნურად წარმოაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარ ოპოზიციურ ძალად.
„ვინც არ აღიარებს,რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვს, საერთოდ არ უნდა გააკარო არც ერთ პოსტს და თანამდებობას. თუმცა რეალობაა,რომ აქტუალობას არ კარგავენ. მთავარია საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ განვიხილავ,როგორც მეორე პოლიტიკურ ძალას, თუმცა სხვა პარტიებსაც მართებთ მეტი კომპეტენტურობა, მაღალი დონე, მეტი ძალისხმევა.
სამართლიანობის აღდგენის სერიოზული ნაწილია,რომ თავად ეს ტირანია მოშორდა საქართველოს. ის სისწრაფე,რომლითაც ისინი ახორციელბდნენ დანაშაულებს, რთული შესაჩერებელი იყო და ვფიქრობ ჩვენ ეს შევძელით. დაახლოებით 100 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, სახელმწიფო უნდა იყოს თავის დონეზე და ვფიქრობ ასეც არის. სულხან მოლაშვილის პანაშვიდზე ისევე მიმესვლება,როგორც ირმა ინაშვილს და სხვას“.
მანანა ღოღბერიძე