„ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს და სამიტის ფარგლებში მიღებულ კონკრეტულ შედეგებს“ -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთანჯონ კერისთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, სადაც, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულიპარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთანნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უსაფრთხოების სფეროში არსებულთანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულპარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტი ამთანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.