„ეს არის წინა სამიტის გადაწყვეტილება, ჩანაწერი დეკლარაციაში, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი წევრობისთვის. რიგ შემთხვევებში ჩვენ გავცდით MAP-ის მოთხოვნებსაც“. „ნატო“-საქართველოს ურთიერთობის დეტალებზე და მომავალ პერსპექტივებზე „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ტვ-პირველზე“, გადაცემა „რვიანის“ ეთერში ისაუბრა.
„სამიტი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და მის ფარგლებში „ნატო“-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ყურადღებას. ყველა ლიდერი ვარშავაშია, ჩასულია ორი ათასი ჟურნალისტი, ამ ფორმატში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება არის „ნატო“-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველო გამორჩეულია იმით,რომ ჩვენს მიმართ ინტერესი გაზრდილია. აპატურაიმ თქვა,რომ ჩვენ გვინდა მეტი საქართველო „ნატო“-ში და მეტი „ნატო“ საქართველოში. ეს ფორმულა ფაქტობრივად არაფორმალურ წევრად გვაქცევს. სტოლტენბერგმა პირველად ახსენა,რომ საქართველო „ნატო“-ს კანდიდატი წევრია. აქამდე ყოველთვის ასპირანტ ქვეყანად მოვიხსენიებოდით და ესეც მნიშვნელოვანი წარმატება იყო. MAP-ი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია. ახლა ჩვენი მიზანი ინსტრუმენტების პრაგმატული გამოყენებაა.
ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილია და ამის გამოხატულებაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი. ამ ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი სამხედრო სფეროში, ამით ფაქტობრივად გაგვეხსნა ამერიკული სამხედრო ბაზარი. ასევე საფრანგეთისგან ვიყიდეთ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.ეს ნდობა არ გაგვაჩნდა, თუ არ ჩავთვლით მცირე მონაკვეთს 2008 წლამდე. როცა ჩვენ შევძელით „ნატო“-სთან მეტ-ნაკლებად თავსებადი იარაღის ყიდვა. ეს ნდობა რა თქმა უნდა კონკრეტულ ფაქტორებს ემყარება. ეს არის დემოკრატია, სტაბილურობა, პროგრესი, წარმოუდგენელი წარმატება,როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა. გერმანია,როგორც წესი ძალიან ფრთხილად უდგება ქვეყნების შეფასებისას მსგავსი ტერმინების გამოყენებას.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვის სრულფასოვანი თანამონაწილე ვართ. „ნატო“ აღიარებს,რომ 5 თავსებად ქვეყანას შორის ერთ-ერთი არის საქართველო. ჩვენი ასეული უკვე არის „ნატო“-ს დროშის ქვეშ. ამერიკული სამხედრო ტექნიკა, არც ეს მომხდარა არასოდეს. ეს არის სტაბილურობის, პერსპექტივის მკაფიო პარამეტრები, რაც გხვდის ოპტიმისტებს. მეორე გზა არის ჩამოვყაროთ ხელები, შევეგუოთ მოცემულობას და მუდმივად გვქონდეს უსაფრთხოების განცდა. პარტნიორები უნდა დარწმუნდნენ,რომ ეს არის ქვეყანა,რომელსაც აქვს უნარი თავი დაიცვას და არის სასარგებლო უსაფრთხოების თავლსაზრისით,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე