„ბოლო პერიოდის მოვლენები ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. თანახმა ვარ და მოვითხოვ დაუყოვნებლივ განახორციელონ ჩემი პატიმრობაში აყვანა, რადგან მე ვარ კომპანიის დამფუძნებელი და ვიზიარებ პასუხისმგებლობას სრულად“. ამის შესახებ კომპანია „ცენტრ–პოინტის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ ისაუბრა.
„დააკავეს სალომე ჩარკვიანი, რომელიც კომპანიაში თერთმეტი წელი მუშაობდა და არ ჰქონდა არანაირი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ის იყო უბრალოდ ერთ–ერთი გაყიდვების მენეჯერი. ის სამი შვილის თვალწინ აიყვანეს,როგორც განსაკუთრებით მძიმე დამნაშავე. ასევე ირაკლი მინდელმა ფაქტობრივად თავი შესწირა მშენებლობას. არც ერთ ამ ადამიანს კომპანიაში ჩვენს გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჩემს დას ეს ყველაფერი თავს დაატყდა იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ვიყავი განუწყვეტელი დევნის და დადანაშაულების მდგომარეობაში. ჩემთან დაკავშირებით განხორციელდა მაიას კატორღული მდგომარეობა და ამას დაემატა ნამდვილი მძევლები. მე ვთანამშრომლობ სასამართლოსთან და მზად ვარ ეს ტანჯვა დასრულდეს. დამნაშავე იმაში,რომ დღეს ისინი ამ მდგომარეობაში არიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ არავითარ კავშირში არ იყო ამ ყველაფერთან. თუმცა ჩემგან მოდის სიტყვა 6200 კლიენტი. მათ შესახებ 2010 წლს ჩემი ფეხით მივედი ზურაბ ადეიშვილთან და მივაწოდე ინფორმაცია. ომის შემდეგ იყო სოციალური პრობლემები, ადამიანებს გაუჭირდათ გადახდა და შესაძლოა კრიზისი დამდგარიყო. მან პასუხად დაიქირავა შემფასებელი კომპანია,რომელსაც უნდა შეეფასებინა კომპანიის აქტივები და გამოიყო ჯგუფი,რომელიც ჩაუდგა სათავეში კომპანიის რეაბილიტაციას. 2010 წლის სექტემბრიდან აიკრძალა დამფუძნებლების ნებისმიერი ფორმით ჩარევა კომპანიის საქმიანობაში,“ – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე