პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს, კერძოდ კი პარტიის ეკონომიკურ გუნდს ნათია კუტივაძე შეუერთდა. კუტივაძე საზოგადოებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.
‘’ნათია არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ეკონომიკური პროგრამის თანაავტორი, ეკონომიკის დოქტორი და ფინანსებისმაგისტრი, განათლება მიღებული აქვს იტალიაში და ამერიკაში, სწავლობდა ეკონომიკის დოქტორანტურაში მილანისუნივერსიტეტში (იტალია) და MIT-ში (მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, აშშ). ნათიას აქვს სოლიდურიაკადემიური გამოცდილება – არის წიგნის ,,სახელმწიფო ვალი, ფინანსური განვითარება და ეკონომიკური ზრდა’’ ავტორი,რომელიც ამერიკაში (ნიუ-იორკი) გამოქვეყნდა, სამეცნიერო კვლევების/პუბლიკაციების (20-ზე მეტი) ავტორი. ნათიას აქვსსოლიდური გამოცდილება როგორც საჯარო სექტორში მუშაობის (საქართველოს პარლამენტი და ეკონომიკის სამინისტრო),ასევე არასამთავრობო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადაც მიღებული აქვს საჯარო პოლიტიკის,ფინანსების და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სფეროში სოლიდური გამოცდილება. არის რამდენიმე ეკონომიკურირეფორმის პროექტის თანაავტორი, როგორიცაა ახლახანს მიღებული ,,კონკურენციის შესახებ’’ კანონი, ხოლო მანამდე-,,მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ კანონი. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ნათიას უშუალო ექსპერტულიჩართულობით უზრუნველყოფილი იქნა ქართულ ბაზარზე გიგანტი საერთაშორისო გადამზიდავების (DHL, TNT) დარჩენა.როგორც გახსოვთ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტით ხდებოდა,,საქართველოს ფოსტის’’ კანონისმიერი მონოპოლიის დამკვიდრება და გიგანტი საერთაშორისო გადამზიდავები იდგნენქართული ბაზრის დატოვების საფრთხის წინაშე. ათიათასობით მოქალაქეს გაუძვირდებოდა ინტერნეტით პროდუქტისშეძენა მაგრამ ნათიას კვალიფიციური ოპონირებით და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენელთა ,,ბრძოლის’’ შედეგადშეჩერებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საფოსტო ბაზრის ეს რეფორმა, პრაქტიკულად,,აღკვეთილი’’ იქნა ,,საქართველოს ფოსტის’’ კანონისმიერი მონოპოლიის დაწესება და შენარჩუნდა ლიბერალიზებულისაფოსტო მომსახურების ბაზარი საქართველოში. ვთვლი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლისშემთხვევაში, ნათიას სახით ,,თავისუფალ დემოკრატებს“ ეყოლება პროფესიონალი ეკონომისტი, რომელიც ქართულბაზარზე მოქმედი კომპანიების ინტერესების კვალიფიციურ დაცვას წარმატებით შეძლებს, თავიდან აგვარიდებსეკონომიკურ პოლიტიკაში ,,ქართული ოცნების’’ მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს, არათანმიმდევრულგადაწყვეტილებებს და უზრუნველყოფს კვალიფიციური და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას’’, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
‘’მე ვთვლი რომ ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ პარტიაში ეკონომიკური მიმართულებისწარმართვა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მწვავეა დღეს დაამდენად ყველაზე დროულად გადასაწყვეტი -საჭიროა დროული, კვალიფიციური და თანმიმდევრული გადაწყვეტილებებისმიღება ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომ ქვეყანა გამოვიდეს სტაგნაციის რეჟიმიდან და შესაძლებელი გახდეს პერსპექტივისგაჩენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც უნდა აისახოს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობისზრდაზე. ჩემი აკადემიური და პროფესიონალური გამოცდილებით, შემიძლია წვლილი შევიტანო ამ საქმეში და მჯერა რომ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების და სამთავრობო გუნდის დაკომპლექტებისშემთხვევაში, რეალურად შევძლებთ შევცვალოთ ეკონომიკა უკეთესობისაკენ, რაც უპირობოდ აისახება თითოეული ჩვენიმოქალაქის კეთილდღეობაზე. ჩემი არჩევანი, რომ შევუერთდე ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ პარტიას და ერთობლივიძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უკეთესობისკენ შეცვლა, პირველ ყოვლისა განაპირობა ჩვენიიდეოლოგიური ხედვის თანხვედრამ ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე და, ასევე, პარტიის აქცენტმა პროფესიონალდა კვალიფიციურ ადამიანებზე, ვისაც რეალურად შეუძლია ეკონომიკის მართვა და პროფესიონალურად შეუძლიათგადაწყვეტილებების მიღება, შედეგად კი ქვეყნის განვითარებაში რეალური წვლილის შეტანა. დამეთანხმებით, რომკვალიფიციური და პროფესიონალური კადრების და შესაბამისად პროფესიონალური და თანმიმდევრულიგადაწყვეტილებების მიღების სერიოზული დეფიციტია დღეს მმართველ გუნდში, სწორედ პროფესიონალური ხედვისარარსებობის გამო რეალურად სტაგნაციას განიცდის ეკონომიკაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, ცალკეულსექტორებში იქმნება არასტაბილური ინსტიტუციონალური გარემოს მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაზე და თუ ამ საკითხს უფრო გლობალურად შევხედავთ ეკონომიკის არაკვალიფიციური დაარაპროფესიონალური მართვა და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები აფერხებს ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამრეალობის შეცვლაა საჭირო ქვეყანაში და მე მზად ვარ რომ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში. მადლობა კიდევ ერთხელ ამნდობისათვის’’, – განაცხადა ნათია კუტივაძემ.