თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული თენგიზ კაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ სცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 14 ნოემბერს,ქ.თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე თენგიზ კაცია და თენგიზ ფერცელიძე სხვა პირებთან ერთად საერთომეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულების დასრულების შემდეგ 15 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე თენგიზ კაციას და თენგიზ ფერცელიძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურდაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს თენგიზ კაციამ განზრახ მკვლელობის მიზნით თენგიზფერცელიძეს დანით 10 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ოთხი სასიკვდილო გულმკერდის არეში დაშემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად თენგიზ ფერცელიძე საავადმყოფოშიგარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგადთენგიზ კაცია დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ თენგიზ კაცია დამნაშავედსცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.