70 ადამიანი დასაქმდება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“ 700ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კომპანია ახალ საწარმოში ასევე 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს.
„შპს „კონსტრაქტ ვიჟენს” სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმო-ნაგებობანი,სადაც ის განახორციელებს, მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას. ძალიან მისასალმებელია, რომსაინვესტიციო პირობებში კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილმსჯავრდებულს დაასქმებს ამ საწარმოში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.