14 ივლისს, 10.00 საათზე, ბათუმში გაიხსნება რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია“საქართველოს ევროპული გზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“, რომელსაცსაქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართანევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან. 11:30 საათზესაქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპულისამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი მედიისთვის ერთობლივგანცხადებას გაკეთებენ.
კონფერენციაზე გაინიხილება შემდეგი თემები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოებისჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლისაქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.