მინდა ყველა თქვენთაგანს ვუთხრა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, თითოეული ადამიანი, მისიტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართულიოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა. „კობა გახლავთ აქაური კაცი.თქვენიანია, ყველაზე კარგად იცის თქვენი ტკივილი, სიხარული და ის იქნება თქვენი ყველაზე კარგი, ხმამაღალი ხმასაქართველოს პარლამენტში“,-ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი კობა ლურსმანაშვილს. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც შევძელით ყველაზე მთავარი ეს იყო, რომ თავისუფლება მივეცითთითოეულ ადამიანს საქართველოში. მოვსპეთ შიში, ხელისუფლების შიში, რომელიც მუდმივად პრობლემა იყო ბოლოპერიოდის განმავლობაში. მაქსიმალურად მოვეფერეთ, რაც კი შევძელით ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლადმაცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ. სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვისპროგრამა. ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ-მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანსაღარ უწევს სახლის დაგირავება, სხვადასხვა სახით სესხის აღება იმისათვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრისსიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შორს ჯერ კიდევიმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას მთავრობის მიერგანსახორციელებელ გეგმებზეც ესაუბრა.
„ ახლა ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისათვის, რომ ეს თავისუფლება,რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით გარდავქმნათ უკვე თითოეული თქვენთაგანის დათითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ამის მიღწევისათვის ჩვენ გვაქვსძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, ძირეულრეფორმას იმისათვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათადამთავრებისთანავე მათ ქონდეთ სამუშაო ადგილი. ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას, იმისათვის, რომახალგაზრდებმა თუ საშუალო ასაკის მქონე ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზედასაქმდნენ“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილაყურადღება.
„გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომ 4 წლის განმავლობაში 2020 წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ ყველა სატრანზიტომაგისტრალი და ძირითადი გზები, რომელიც რაიონულ ცენტრებთან თუ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებთანდააკავშირებს ერთმანეთს. ეს არის ასევე მმართველობითი რეფორმა რომელიც მთავრობას გახდის უკვე მომსახურებაზეორიენტირებულს, რომ მთავრობა აღარ იყოს ბიუროკრატია, როგორც ასეთი, არამედ ეს იყოს მომსახურების მიმწოდებელიმოქალაქეებზე, კომპანიებზე თუ ბიზნესმენებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უკვედავიწყეთ ჩვენ, პარლამენტმა უკვე მიიღო საწყისი პაკეტი კანონმდებლობის და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს ამასიმისათვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, თითოეულ ოჯახში მივიდეს სიმშვიდე და თითოეულ ოჯახსქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცეებზე, როგორც სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არისდღეს. ჩვენ გვინდა ის რომ სახლში მისულ ქართველ კაცს დახვდეს ოჯახი, დახვდეს შვილი, რომელიც ეტყვის რომ დედამუყიდა ახალი ჩანთა, სამზარეულოდან გამოდიოდეს სასიამოვნო სურნელი სადილის, იყოს სიმშვიდე, ადამიანებმა აღარიცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით, აღარ უყურებდნენ იმას როგორ ჭამენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ყოველ საღამოს.იყოს ის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მომავლით, იცხოვრონ ხვალინდელი დღით, გაიხარონ ცხოვრებით და არ იყვნენმთლიანად დაკავებული იმით თუ ვინ აჯობებს