რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა “ტრანსსასაზღვრო რეზერვატის შექმნის შესახებ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობებს შორის შეთანხმების” განკარგულებას მოაწერა ხელი.
რუსეთის მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, “რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარს რუსეთის მხრიდან კავკასიის სახელმწიფო ბიოსფერული ნაკრძალი ეკვრის, აფხაზეთის მხრიდან კი რიწის რელიქტური ეროვნული პარკი. აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს კი არსებითი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ კავკასიის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის”.
“ამასთან, ტერიტორიის ტრანსსასაზღვრო მდებარეობა დიდ ეკოლოგიურ კორიდორს ქმნის, რომელიც მნიშვნელოვან ფართობზე მცენარეთა და ცხოველთა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
რუსულ-აფხაზური ტრანსასაზღვრო რეზერვატის “კავკასიის რელიქტის” შექმნა, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის დამატებით შესაძლებლობას იძლევა, ასევე ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას და უნიკლაური ბუნებრივი კომპლექსების შენარჩუნების მიზნით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას” – აცხადებენ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში.
21.08.13