გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, სირიის ჩრდილოეთში მცხოვრებმა ქურთებმა ფრონტის ხაზის მოახლოებასთან ერთად დაწყეს სირიის ფარგლების დატოვება და ჩრდილოეთ ერაყში გადასვლა.
მარტო გუშინ 10 ათასამდე სირიელი ქურთი გადავიდა ერაყის იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ერაყელი ქურთები.
იმავე ცნობით გაერო ცდილობს სასწრაფოდ მიაწოდოს ამ ლტოლვილებს წყალი და საკვები პროდუქტები, რადგან მათმა საერთო რაოდენობამ ჩრდილოეთ ერაყში 150 ათას კაცს მიაღწია და ისინი აქ სპეციალურად გაშენებულ კარვის ქალაქებში ცხოვრობენ.
21.08.13