ოთარი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში წამოიწყო უმნიშვნელოვანესი პროგრამები,-„ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბაშის მოსახლეობას,მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია წარუდგინა.
„როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზებზე ვმოძრაობთ, ნებისმიერი შეუიარაღებელი თვალისთვის ჩანსსასათბურე, ახალი სამაცივრე მეურნეობები. გაშენებული ხეხილი, რომელიც შედეგებს თანდათან მოიტანს. ამას ყველაფერს მოყვება ახალი საჭიროება გადამამუშავებელი წარმოებების, რაც თავისთავად გააჩენს სამუშაო ადგილებს.ოთარი ძალიან ბევრს მუშაობს ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით და უმნიშვნელოვანესისაკანონმდებლო რეფორმების ინიციატორი გახლავთ. ეს რეფორმები უკვე დაიწყო და მომავალშიც განხორციელდება. მემინდა, რომ მას გზა დავულოცო, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ლოკომოტივი არა მხოლოდ აბაშის, არა მხოლოდ მარტვილის, არამედ სამეგრელოსი და მთელი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ის იქნება ერთერთი წამყვანი ძალა ჩვენს გუნდში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საარჩევნო გარემოზედა აღნიშნა, რომ დღეს არავინ არავის დევნის.
„დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამჩვენ ამას ვეგუებით, რადგან ადამიანების თავისუფლება არის უზენაესი, რაზეც უნდა დაემყაროს შემდეგი განვითარება,კეთილდღეობა, ეკონომიკური პროგრესი და ა.შ“,-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის ოთარ დანელიამ მადლობაგადაუხადა.
„დღევანდელი ფორმატიდან გამომდინარე გპირდებით ერთ რამეს- შეუქცევად პროგრესს, რომელსაც ვერავინ ვერასდროსშეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშაში, ჩვენ თითოეულ პრობლემასგავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველასოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს“,-განაცხადა მაჟორიტარობისკანდიდატმა.