“აი ასეთი წესრიგია დღეს საქართველოში…” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში 19 წლის დავით მღებრიშვილმა დაწერა, რომელიც გუშინ ბათუმში გარდაცვლილი იპოვეს.
“საშუალო ხელფასი საქართველოში – ეს არის, როდესაც ერთი ადამიანი იღებს 50 000ს, ხოლო დანარჩენი 100 კი 200 ლარს. ამ შემთხვევაში საშუალოდ ისინი იღებენ 700 ლარს.
ახლა კი მარტივი ენით: გიორგის 10 ვაშლი აქვს, დათოს კი 0. საშუალოდ ორივეს 5 ვაშლი აქვს.
ჩინოვნიკები ჭამენ ხორცს, მე ვჭამ კომბოსტოს, საშუალოდ ჩვენ ვჭამთ ტოლმას.
ბანკის გენერალური მენეჯერის ცოლს ყველასთან ძინავს, ხოლო ნატალი პატიოსანი გოგოა, მაგრამ საშუალოდ ორივე ბოზები არიან…
აი ასეთი წესრიგია დღეს საქართველოში..”
შს სამინისტროს ინფორმაციით გუშინ ამოცნობილ იქნა, ზღვაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი.
ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის დათო მღებრიშვილია, რომელსაც სამი დღეა ეძებდნენ. „ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს“, – აცხადებს შს სამინისტროს პრესსამსახური.