“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით; ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა”ამბასადორიალი 2016″-ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიხვეწა და გაცილებით გაუმჯობესდა კანონმდებლობა,ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვისსასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი არჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშა მომავალი არჩევნებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობისოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულრეფორმას, ეკონომიკური რეფეორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას დაინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს. პრემიერი დარწმუნებულია,რომ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელებას საქართველოს განვითარების უახლესისტორიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა შეუძლია.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ელჩების როლი, მთავრობის რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში და განაცხადა, რომ მათი ჩართულობაგადამწყვეტია.
“მიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი, ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და ვფიქრობ, დიპლომატიურ კორპუსში ასეთი ადამიანების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივი იქნებოდა”, – მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარეპროცესებსაც დაუთმო.
შეხვედრა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.