კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის ნაწილობრივ მოხმარებას იწყებს. აღნიშნული პროექტი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი, 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. იაპონიის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტავ ჯორჯიასა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით განხორციელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვის პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერი, იაპონიის ელჩი საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონში პირველ „მწვანე აეროპორტად“ დასახელდა, რაც ადასტურებს, იმას რომ უკვე წლებია „ტავ ჯორჯია“ საქართველოში გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისად წარმართავს საქმიანობას.