ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე წვევამდელი გიორგი მებონია გარდაიცვალა.
როგორც თავდაცვის უწყებიდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს, რომ შემთხვევა დღეს წვევამდელის განწესში ყოფნის დროს საგუშაგოზე მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, ბაზაზე თვითმკვლელობა მოხდა. რიგითი გიორგი მებონია შერეულ საავიაციო ბაზაზე უზრუნველყოფის ბატალიონის დაცვის ასეულის I ოცეულის III ათეულის მსროლელი იყო.
21.08.13