შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი, რომელებიც ერევნის პოლიციის შენობაში ორი კვირის განმავლობაში იყვნენ გამაგრებულები, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის მიერ იარაღის დაყრის შემდეგ, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა 20 ადამიანი დააკავეს.
შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა 17 ივლისს აიღო შტურმით. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გადათავისუფლებას და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.